Monday Sep 26, 2022

18 ივნისს ვ.სალარიძის სახ. საკონცერტო დარბაზში „Miss Angel 2022“ გაიმართება

პირველად საქართველოში, სილამაზის კონკურსი „Miss Angel 2022“ 18 ივნისს ვ.სალარიძის სახ. საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ეს არის კონკურსი, რომელსაც კომპანია Georgian Sky Angels ახორციელებს, რომლის გამარჯვებულიც გაემგზავრება ოქტომბრის თვეში საერთაშორისო კონკურსზე „Miss Interconinetal 2022“-ზე.

„შერჩეულმა 19-მა კონკურსანტმა არცთუ ისე მარტივი გზა გამოიარა ამ დღემდე მოსასვლელად. მათ ამ ხნის მანძილზე ჰქონდათ არაერთი გამოწვევა, რაც ღირსეულად დაძლიეს. მოეწყო  ფოტო გადაღებები,რომლებიც გადაეცათ გოგონებს საჩუქრად. დამზადდა ულამაზესი ლუქები მათთვის, რომელზეც იმუშავეს ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა, ვის შესახებაც უფრო დაწვრილებით მოგვიანებით მოგიყვებით“, – განაცხადა Georgian Sky Angels-ის პიარმენეჯერმა მარიამ გოჩილაიძემ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ეწვევა CEO OF MISS INTERCONTINENTAL-ის პრეზიდენტი Detlef Tursies.

ჩვენი სპეციალური მოწვევით ჩვენთან საპატიო სტუმრად ჩამოდის CEO OF MISS INTERCONTINENTAL ბატონი Detlef Tursies. ის პირველად ეწვევა ჩვენს ქვეყანას და თავად მიიღებს მონაწილეობას „MISS ANGEL 2022“-ის შერჩევაში.ჩვენი მიზანია ქართულ ბაზარზე დამკვიდრდეს ისეთი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ქართველი ლამაზმანები შეძლებენ საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადებას. ოქტომბრიდან მოდის სახლი Georgian Sky Angels-ი იწყებს მოდელების მიღებას და მათ მომზადებას. ასევე ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პროექტი Fashion Week Sport Style განხორციელდება ამ წლის შემოდგომაზე“, – აღნიშნა Georgian Sky Angels-ის პრეზიდენტმა, ნინო ქორთოშიძემ.

გააზიარე

ადმინისტრატორი

Back to Top