Monday Sep 26, 2022

MISS ANGELS 2022 თიკა სვანიძე გახდა, რომელიც ოქტომბრის თვეში საქართელოს სახელით MISS INTERCONTINENTAL-ზე გაემგზავრება. Georgian Sky Angels-ის სპეციალური მოწვევით, საქართველოს სტუმრობდა CEO OF MISS INTERCONTINENTAL Mr. Detlef Tursies, რომელიც გახლდათ ჟიურის თავმჯდომარე. გოგონები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ იმისთვის, რომ 18 ივნისს მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარმდგარიყვნენ, რაც ნამდვილად მოახერხეს.

Georgian Sky Angels-ის სპეციალური მოწვევით, მთავარი სტუმარი CEO OF MISS INTERCONTINENTAL Mr. Detlef Tursies უკვე საქართველოშია. ცნობისთვის: კომპანია Georgian Sky Angels ახორციელებს პროექტს Miss Angel 2022, რომლის გამარჯვებულიც გაემგზავრება ოქტომბრის თვეში საერთაშორისო კონკურსზე Miss Interconinetal 2022-ზე.

პირველად საქართველოში, სილამაზის კონკურსი „Miss Angel 2022“ 18 ივნისს ვ.სალარიძის სახ. საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ეს არის კონკურსი, რომელსაც კომპანია Georgian Sky Angels ახორციელებს, რომლის გამარჯვებულიც გაემგზავრება ოქტომბრის თვეში საერთაშორისო კონკურსზე „Miss Interconinetal 2022“-ზე.

„თავიდან დაიბადა იდეა, რომლის განხორციელებაც ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე. ავიღე საერთაშორისო ლიცენზია, რისი მეშვეობითაც მაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს 180 ქვეყანაში ჩავატარო სილამაზის კონკურსი“, – ამის შესახებ Georgia sky angels-ის პრეზიდენტმა ნინო ქორთოშიძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

მოდის სახლის Louis Vuitton-ის დამაარსებელი ლუი ვიტონი, საფრანგეთის ქალაქ იურაში, 1821 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 1835 წელს ლუი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და შეგირდად დაიწყო მუშაობა ცნობილი ჩანთების მწარმოებლებთან. ლუის მიერ შექმნილი ჩანთების მოდელები ძალიან მალე მთელ საფრანგეთში პოპულარული გახდა, რასაც ხელი შეუწყო ნაპოლეონ III-ის ცოლის პროტექციამაც.

მოდის გურუების ეს ციტატები საკუთარ თავს ხშირად გაუმეორეთ, განსაკუთრებით მაშინ, როც შოპინგზე წასვლას გადაწყვეტთ. „არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა “იაფფასიანი“. დღეს ყველას შეუძლია კარგად გამოიყურებოდეს იაფიან სამოსში. მათ ხომ მდიდრებიც ყიდულობენ. კარგი დიზაინი ყველა საფასო სეგმენტში გვხვდება. შეგიძლია ყველაზე ელეგანტური იყო უბრალოდ მაისურში და ჯინსში – ეს შენზეა დამოკიდებული“.  / კარლ ლაგერფილდი / „პატარა შავ კაბაში შეუძლებელია […]

მოდის გურუების ციტატები საკუთარ თავს ხშირად გაუმეორეთ. „პატარა შავ კაბაში შეუძლებელია მეტისმეტად მდიდრულად ან მეტისმეტად მოკრძალებულად გამოიყურებოდე”. /კარლ ლაგერფილდი/ „ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ – იმას, რომ ჯინსი მე არ გამოვიგნე. ჯინსში ყველაფერია: ექსპრესია, სისადავე, სექსუალურობა, უბრალოება – ყველაფერი, რისი ნახვაც ჩემს სამოსში მინდა.“   /ივ სენ ლორანი/

„კოკო შანელის რჩევები და ფრაზები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან“ ”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი” ”თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია” ”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის”

ახალგაზრდა სული საზოგადოებაში ყოველთვის აღტაცებასა და მოწონებას იწვევს. ხანდაზმული ქალები ცდილობენ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად. თინეიჯერი გოგონები ახლა იწყებენ ცხოვრებას და სჯერათ, რომ მათი საუკეთესო წლები სწორედ ახალგაზრდობის წლებია. ეს არის სევდიანი ციკლი, რომელიც აიძულებს ქალებს უარი თქვან ლამაზად ჩაცმასა და გარეგნობაზე მას შემდეგ, რაც გარკვეულ ასაკს გადააბიჯებენ.

პროფესიით სინოპტიკოსს, საოცრად გამორჩეულ, დახვეწილ და სასიამოვნო ქალბატონ ნინო ქორთოშიძეს დღეს უკვე წარმატებული დიზაინერის სტატუსით იცნობენ, არაერთი ორიგინალური და ხმაურიანი ჩვენების ორგანიზატორი თითქმის ყველა საზოგადოებისთვის აქტიურ და მნიშვნელოვან თემას ეხმაურება.

Back to Top