Monday Sep 26, 2022

„თავიდან დაიბადა იდეა, რომლის განხორციელებაც ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე. ავიღე საერთაშორისო ლიცენზია, რისი მეშვეობითაც მაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს 180 ქვეყანაში ჩავატარო სილამაზის კონკურსი“, – ამის შესახებ Georgia sky angels-ის პრეზიდენტმა ნინო ქორთოშიძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

პროფესიით სინოპტიკოსს, საოცრად გამორჩეულ, დახვეწილ და სასიამოვნო ქალბატონ ნინო ქორთოშიძეს დღეს უკვე წარმატებული დიზაინერის სტატუსით იცნობენ, არაერთი ორიგინალური და ხმაურიანი ჩვენების ორგანიზატორი თითქმის ყველა საზოგადოებისთვის აქტიურ და მნიშვნელოვან თემას ეხმაურება.

Back to Top