Monday Sep 26, 2022

მოდა ჩვენს ხასიათზე მეტყველებს

მოდა – ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად.

ტერმინები „მოდური“ ან „მოდიდან გასული“ გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.

ტანსაცმელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი მაწილია. ისტორიის მანძილზე, თითოეული ქვეყანა და ერი, განვითარების სხვადასხვა პერიოდში, სამოსზე განსაზღვრულ ზეგავლენას ახდენდა… დროსთან ერთად იცვლებოდა შეხედულებები, გემოვნება, ჩაცმოს სტილი.

რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა – აღორძინების ეპოქის აკვანში. განახლებისა და აღორძინების ყველაზე ძლიერი რწმენა ამ დაუვიწყარი პერიოდისა სავარაუდოა, რომ ფლორენციაში არსებობდა, რომელიც იყო არა მარტო კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი იტალიაში, არამედ განთქმული იყო ეკონომიური გაფურჩქვნით, რაც დაკავშირებული იყო ქსოვილებისა და მოდური ნაწარმის წარმოებასთან.

ახალმა მოდამ უარყო წარსულისგან ყველაფერი, რაც არ შეესაბამებოდა სიმეტრიის ჰარმონიულობასა და ზომიერებას, მან შეძლო თავი აერიდებინა ზედმეთად ექსტრავაგანტული დეტალებისთვის, რაც წინა პერიოდის მოდას ახასიათებდა.

ახალი მოდა ყურადღებას აქცევდა ასევე ვარცხნილობას და თმის ფერს, მკერდის ზომას და ადამიანის სიმაღლეს. სილამაზის ძირითად პირობად იტალიელები რენესანსამდეც და რენესანსის შემდეგაც თვლიდნენ, მაგალითად ქერა თმებს. ეს მოთხოვნა სრულდებოდა სხვადასხვა საშუალებებით.

მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე…

ველაზე დიდ გავლენას ჩვენზე მომღერლები, მსახიობები და ტელე შოუს წამყვანები ახდენენ. Ray-Ban-ის ფირმამ, ფილმი „Men In Black“-ის მერე, იმაზე მეტი სათვალე გაყიდა, რასაც საშუალოდ ყოველ წელს ყიდიდა.

მოდა ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში. ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესშია ჩართული. ყოველდღე მილიონობით ადამიანი მუშაობს დიზაინზე, კერვაზე, ქსოვაზე და ა.შ.

მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება.

მოდა არის საკუთარი თავის გამოხატვა, რომელიც ხალხს აძლევს საშუალებას მოირგოს სხვადასხვა როლი ამ ცხოვრებაში.

ჰიპ-ჰოპის სტილს ვარჩევთ, თუ გლამურულ სტილს, მაინც ქამელეონი სახლობს ჩვენში. ჩვენი სტილი და მოდურობა გამოიხატება ჩვენს ტანსაცმელში, ფეხსაცმელში, თმის ვარცხნილობაში, მაკიაჟში და ნივთებში რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობთ.

გააზიარე

ადმინისტრატორი

Back to Top