Monday Sep 26, 2022

თავის მოვლის 7 სასარგებლო რჩევა

მზის სინათლე, ბუნების ხმები, ქალაქის ხმაურისგან გათავისუფალება – ბუნებაში დასვენება განმტვირთველია და კარგია ჩვენი კეთილდღეობისთვის. შეგვიძლია სიმყუდროვის ეს შეგრძნება ჩვენს ოთხ კედელშიც შევქმნათ?

ჩევები სახლში თავის მოვლის შესახებ

იმისათვის, რომ სხეული, სამშვინველი და სული წონასწორობაში იყოს, მნიშვნელოვანია  რეგულარული თავის მოვლის რეჟიმის დაცვა. ეს დამამშვიდებელი იმპულსები დაგეხმარებათ, რომ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

#1: შემოიტანეთ ბუნება სახლში

მცენარეები ადვილად ხარობენ რაფაზე ან აივანზე. დათესეთ მცენარის თესლები და მიიღეთ სიამოვნება  მათ აღმოცენებაზე დაკვირვებით და შეგრძნებით, თუ როგორ იქცევიან ისინი მცენარეებად .

#2: მიეფიცხეთ მზეს

ვიტამინი D მონაწილეობს ორგანიზმის მრავალ მეტაბოლურ პროცესში და ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგრამ იმისათვის, რომ სხეულმა ის აწარმოოს, საჭიროა ჩვენს კანზე მზის სხივების ზემოქმედება. ასე რომ, კარგია ბუნებაში რეგულარულად გასვლა – მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. ამის ალტერნატივაა ფართოდ გაღებული ფანჯრის წინ ჯდომა და თვალდახუჭულად ღრმად სუნთქვა.

მაგრამ დაიცავით სიფრთხილის ზომები: მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, დაიცავით კანი ულტრაიისფერი სხივებისგან მზისგან დამცავი კრემის გამოყენებით და მოერიდეთ შუადღის მზეს.

#3: ტყის სურნელით აავსეთ აბაზანა

ვერცხლისფერი და ციმბირული ნაძვის სურნელი დაგეხმარებათ ენერგიის განახლებაში და შინაგანი წონასწორობის პოვნაში. ველედას წიწვის აბაზანის რძე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მთლიან, ასევე ფეხის აბაზანაში. როზმარინის გამამხნევებელი აბაზანა იდეალურია დილით, თუ თავს დაღლილად გრძნობთ და საწოლიდან წამოდგომა გიჭირთ. ეთერზეთის ცოცხალი სურნელი ხსნის დაღლილობას, მოქმედებს აღმძვრელად და ასტიმულირებს გრძნობებს. ამით კი ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

#4: დაუპირისპირდით შფოთსა და შიშს

არაფერს აქვს ისეთი განმტვირთავი და დამამშვიდებელი ეფექტი, როგორც ლავანდის სურნელს. ველედას ლავანდის დამამშვიდებელი სხეულის ზეთის რამდენიმე წვეთი წაისვით ხელისგულებზე, შემდეგ კი ხელები 5 სმ დაშორებით დაიჭირეთ სახის წინ. დახუჭეთ თვალები, შეისუნთქეთ ლავანდის სურნელი და გათავისუფლდით სტრესისგან.

#5: რეგულარულად გააკეთეთ მედიტაცია ან მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას

მოდუნება გონებაში იწყება. ყოველდღე რამდენიმე წუთის გამოყოფა კონცენტრაციის სავარჯიშოების შესასრულებლად დაგეხმარებათ ყოველდღიური სტრესის გადალახვაში. რას იტყვით ვირტუალურ გასეირნებაზე ბუნებაში? გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია ტყეში გასეირნების შეგრძნების გასაცოცხლებლად – თუნდაც თქვენს ოთხ კედელში.

#6: დაძაბული ხელებისა და ფეხების ყოველდღიური მოვლა

ყოველდღიური კანის მოვლის დროს ხშირად ვივიწყებთ ხელებსა და ფეხებს. მაგრამ ეს ჩვენი სხეულის ის ნაწილებია, რომელთაც ყოველდღიურად ყველაზე მეტად ვიყენებთ. ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება სწრაფად იწვევს მათ გამოშრობას. მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთები და სხვა მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ბუნებრივი ინგრედიენტები ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის შევსებას და გაძლიერებას. ველედას ქაცვის ხელის კრემი იდეალურია მთელი დღის განმავლობაში მათი სიმშრალის დასაძლევად. ის სწრაფად და მთლიანად იწოვება კანში. ასევე სასურველია ხელების  დამატებით მოვლა ღამით: ღრმად დამატენიანებელი ხელის ნიღაბი – ციტრუსის ხელის კრემი ან ძალიან მშრალი კანის მოსავლელი სქინ ფუდი სასწაულებს ახდენს. ძილის წინ ხელებს წაუსვით უხვად რომელიმე მათგანი, ნაზად შეიზილეთ და თუ გსურთ, ჩაიცვით მსუბუქი ბამბის ხელთათმანები. თქვენი ფეხები ასევე კმაყოფილი დარჩებიან, თუ მათ ინტენსიურად მოუვლით.

#7: დაასვენეთ თვალები ეკრანისაგან

სახლის ოფისში მუშაობისას გვიწევს მნიშვნელოვანი დროის გატარება კომპიუტერის წინ. ეს იწვევს თვალის დაღლილობას, მათ სიმშრალეს და მხედველობის დაბინდვას. რეგულარული შესვენება და მარტივი თვალის ვარჯიშების შესრულება დაეხმარება თქვენს თვალებს დასვენებასა და მოდუნებაში.

გააზიარე

ადმინისტრატორი

Back to Top