Monday Sep 26, 2022

2022 წლის ყველაზე მოდური კოსტიუმები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ ახალ რეალობაში ცხოვრება და შევიცვალეთ არამხოლოდ ცხოვრების წესი, არამედ ყოველდღიური სტილიც.

მიუხედავად ამისა, ერთი რამ უცვლელი დარჩა – ახალ წელს ყველა უნდა ბრწყინავდეს! პანდემიის დროს, როცა დროს ძირითადად სახლში ვატარებდით, უამრავ ქალს ძალიან მობეზრდა სპორტული სამოსითა და პიჟამათი სიარული, ახლა კი არ უშვებს შანს, რომ ელეგანტური და დახვეწილი სამოსი მოირგოს. ახალი წელი ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენ გთავაზობთ მომავალი წლის საუკეთესო ტრენდებს, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩება. დეკემბრის თვეში გოგოები სულ უფრო აქტიურად ირგებენ ბრწყინვალე, ბრჭყვიალა სამოსს და არ ერიდებიან ზედმეტ სიკაშკაშეს. თუ გსურთ, იდეალურად გამოიყურებოდეთ, გირჩევთ, დრო არ დაკარგოთ წვრილმანებზე და შეარჩიოთ სწორედ ასეთი ფაქტურის სამოსი. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეთ პიკანტურ დეკოლტეზე, რადგან ეს არამხოლოდ ამ თვის, არამედ მომავალი წლის ტენდენციაცაა.

კლასიკური სტილი შესაფერისია ყველასთვის, ვინც თაყვანს სცემს კონსერვატიულ მოდას და იშვიათად ატარებს ექსპერიმენტებს სტილში. მინი კაბები, თხელი, ჰაეროვანი, თუმცა დახვეწილი და ელეგანტური კაბები საუკეთესო არცევანი იქნება ახალი წლსი გასალამაზებლად და დარწმუნებული იყავით, რომ ასეთ სამოსში წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებთ.

საღამოს გარდერობის კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩნდება პოდიუმებზე, არის კაბები და კოსტუმები ბუმბულის დეკორით. მათთვის, ვინც ვერ ხედავს ამ კოსტიუმების ყოველდღიურ დანიშნულებას, გეტყვით, რომ შეგიძლიათ ბუმბული კონკრეტულ საღამოს კონკრეტული სამოსის გასაფორმებლად გამოიყენოთ, შემდეგ კი მოხსნათ და სხვა დანიშნულება მოუძებნოთ.

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო გარდერობი მხოლოდ კაბებით არ შემოიფარგლება. ყურადღება მიაქციეთ კლასიკურ კოსტიუმებს დიდი ზომის მხრებით. კიდევ ერთი მარტივი გზა წვეულებისთვის რაც შეიძლება სწრაფად მომზადებისთვის არის კლასიკური კომბინეზონი. მხოლოდ ერთი ნივთით თქვენ სრულყოფილი „ლუქის“ შექმნას შეძლებთ და დაგჭირდებათ, რომ მხოლოდ ფეხსაცმლითა და აქსესუარებით შეავსოთ იგი.

გააზიარე

ადმინისტრატორი

Back to Top